ახალი ამბები

დარიალის ხეობაში დაკარგული მოქალაქეების ძებნა გრძელდება

18 მაისი, 2014 • • 1207
დარიალის ხეობაში დაკარგული მოქალაქეების ძებნა გრძელდება

ალექსანდრე ჭიკაიძე აცხადებს, რომ ლარსის გამშვებ პუნქტზე იმყოფებიან სასაზღვრო პოლიციის და საპატრულოს თანამშრომლობი.

შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებით მდინარე დევდორაკის ხეობაში შეიქმნა რამდენიმე საგუშაგო. ხეობის ყველაზე მაღალი წერტილიდან მესაზღვრეები აკვირდებიან მეწყერსაშიშ ზონებს და საფრთხის არსებობის შემთხვევაში რადიოკავშირით დაუყოვნებლივ აცნობებენ საგუშაგოზე მყოფ შსს-ს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლებს.

დარიალის ხეობაში გუშინ მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაშავებული ერთი ადამიანი დღეს გარდაიცვალა, იგი უკრაინის მოქალაქეა.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს ცნობით, არსებობს დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მეწყერში მოყოლილია 3 სატვირთო ავტომობილი. ასევე, სადერივაციო გვირაბში, რომელშიც მეწყერის ჩამოწოლის მომენტში მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები და მოყოლილია რამდენიმე პირი. მიმდინარეობს ამ ინფორმაციის გადამოწმება და ზუსტი რაოდენობა დგინდება.

 

მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები დაკარგული პირების მოსაძებნად, რასაც ართულებს წყლის მაღალი დონე და ჩამოწოლილი მეწყერის დიდი მასა. წყლის დონის დაკლებისთანავე შესაძლებელი გახდება სამძებრო სამუშაოების სრული მასშტაბით განხორციელება.

დარიალის ხეობა – ყაზბეგის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ფოტო/2014 წელი
დარიალის ხეობა – ყაზბეგის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ფოტო/2014 წელი

მასალების გადაბეჭდვის წესი