ახალი ამბები

დარიალის ხეობის სტიქიის პირველი მსხვერპლი

18 მაისი, 2014 • • 1387
დარიალის ხეობის სტიქიის პირველი მსხვერპლი

ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა საავადმყოფოში მიყვანის დროს უკვე კრიტიკული იყო იმ დაზიანებების გამო, რაც მან სტიქიის ზონაში დიდი მასის დაწოლის შედეგად მიიღო სხეულზე.

 

დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად გუშინ თერგი დაგუბდა, ჩამოშლილი მასის ქვეშ მოექცა რამდენიმე სატვირთო ავტომანქანა, რომლებშიც ისხდნენ მძღოლები.

ამ დროისთვის კიდევ რამდენიმე ადამიანი ითვლება დაკარგულად, სამაშველო ოპერაცია დარიალის ხეობაში ამ დრომდე გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი