ახალი ამბები

შსს: მაშველებმა ჰუმანიტარული დახმარება გაუწიეს დარიალის ხეობაში დაზარალებულ უცხოეთის მოქალაქეებს

18 მაისი, 2014 •
შსს: მაშველებმა ჰუმანიტარული დახმარება გაუწიეს დარიალის ხეობაში დაზარალებულ უცხოეთის მოქალაქეებს

ჭიკაიძის გარდა, შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ქაწაშვილი, სასაზრვრო ჯარების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი და სხვადასხვა სამაშველო ჯგუფების ხელმძღვანელები. ასევე, შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში დაფიქსირებულია, რომ ადგილზე იმყოფება პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი.


შსს-ს მაშველებს სამაშველო სამუშაოების წარმოებაში ეხმარებიან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.

 

შსს-ს ცნობით, მაშველებმა ჰუმანიტარული დახმარება გაუწიეს ყაზახ, უკრაინელ და ბელორუს 16 მძღოლს, რომლებიც 17 მაისს ჩატარებული სამაშველო სამუშაოების შედეგად მეწყერის ზონიდან გამოიყვანეს.

 

“მათ ინდივიდუალურად დაურიგდათ პირადი ჰიგიენის ნივთები, პირადი მოხმარების საგნები და საკვები პროდუქტები. უხცოელი მძღოლების ტრანსპორტირება ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმართულებით ვერტმფრენით განხორციელდა, საიდანაც ისინი მათი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანებით გადაკვეთენ რუსეთის საზღვარს”, – აცხადებენ შსს-ში.

 

მათივე ცნობით, გეოლოგებისგან შემდგარმა სპეციალურმა ჯგუფმა, რომელშიც მუშაობდნენ გეოლოგები, გეოფიზიკოსები, გლაციოლოგები და გეომორფოლოგები, დევდორაკის მყინვარის სათავეები დაათვალიერეს და ღვარცოფის ვიზულური კვლევა ჩაატარეს.

სამაშველო ოპერაცია დარიალის ხეობაში გრძელდება
სამაშველო ოპერაცია დარიალის ხეობაში გრძელდება

მასალების გადაბეჭდვის წესი