ახალი ამბები

შსს: დარიალის ხეობაში 164 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა

17 მაისი, 2014 •
შსს: დარიალის ხეობაში 164 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა

“შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად დარიალჰესთან მდებარე გვირაბიდან თურქეთის რესპუბლიკის 12 მოქალაქე და მეწყერის ქვეშ მოყოლილი სატვირთო ავტომანქანის 2 მძღოლი გამოიყვანეს.

 

მაშველებმა ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან მოქალაქეების, შსს-ს სასაზღვრო და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების – სულ 150 ადამიანის ევაკუირება მოახდინეს. 

 

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე სტიქიის ზონაში იმყოფება და საგანგებო შტაბს ხელმძღვანელობს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შსს ავრცელებს.

დარიალის ხეობა – ყაზბეგის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ფოტო/2014 წელი
დარიალის ხეობა – ყაზბეგის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ფოტო/2014 წელი

მასალების გადაბეჭდვის წესი