ახალი ამბები

ენერგეტიკის სამინისტრო: დარიალიჰესს სტიქიასთან კავშირი არ აქვს

17 მაისი, 2014 •
ენერგეტიკის სამინისტრო: დარიალიჰესს სტიქიასთან კავშირი არ აქვს

“ყველასთვის კარგადაა ცნობილი ის ფაქტი, რომ მდინარე დევდორაკის ხეობა მყინვარწვერიდან იღებს სათავეს. გაზაფხულზე ადიდებულ მდინარეს  ჩამოაქვს დიდი რაოდენობით ნაშალი თერგის კალაპოტში, რაც ასევე დაფიქსირდა 2007 წელს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ დარიალიჰესის ნაგებობები გვირაბის ჩათვლით თერგის მარჯვენა სანაპიროზეა განლაგებული და არანაირი კავშირი არ აქვს დევდორაკის ხეობასთან.

 

რომ არა სწორედ დარიალჰესის ახლადაშენებული გვირაბი, ასე სწრაფად ვერ მოხერხდებოდა დაგუბებული თერგისათვის ახალი კალაპოტის გაჭრა და კიდევ უფრო გაიზრდებოდა სტიქიასთან დაკავშირებული რისკი. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ჰესზე მობილიზებული სამშენებლო ტექნიკის გამოყენებით ოპერატიულად დაიწყება ხეობის გაწმენდითი სამუშაოები”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებს.

დარიალის ხეობა – ყაზბეგის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ფოტო/2014 წელი
დარიალის ხეობა – ყაზბეგის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ფოტო/2014 წელი

მასალების გადაბეჭდვის წესი