ახალი ამბები

შს მინისტრი დევდორაკის ხეობაში ჩავიდა [ფოტო]

18 მაისი, 2014 •
შს მინისტრი დევდორაკის ხეობაში ჩავიდა [ფოტო]

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლები მეწყერის შედეგად დაგროვილი წყლის კალაპოტის შესაცვლელად ყველა საჭირო სამუშაოს ატარებენ, რათა შეუფერხებლად გაგრძელდეს გაწმენდითი და სამძებრო-სამაშველო სამუშაოები”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

 

დევდორაკის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად გუშინ მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაშავებული ერთი ადამიანი დღეს გარდაიცვალა, იგი უკრაინის მოქალაქეა.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს ცნობით, არსებობს დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მეწყერში მოყოლილია 3 სატვირთო ავტომობილი. ასევე, სადერივაციო გვირაბში, რომელშიც მეწყერის ჩამოწოლის მომენტში მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები და მოყოლილია რამდენიმე პირი. ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება 7 ადამიანი. 

 

მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები დაკარგული პირების მოსაძებნად, რასაც ართულებს წყლის მაღალი დონე და ჩამოწოლილი მეწყერის დიდი მასა. წყლის დონის დაკლებისთანავე შესაძლებელი გახდება სამძებრო სამუშაოების სრული მასშტაბით განხორციელება.

შს მინისტრი დარიალის ხეობაში, 18/05/2014
შს მინისტრი დარიალის ხეობაში, 18/05/2014

დარიალის ხეობა სტიქიის შემდეგ, 18/05/2014
დარიალის ხეობა სტიქიის შემდეგ, 18/05/2014

შს მინისტრი დარიალის ხეობაში, 18/05/2014
შს მინისტრი დარიალის ხეობაში, 18/05/2014

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი