ამას გარდა, აღნიშნული შემთხვევის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ვლადიკავკაზში, რადგან მდინარე თერგი ამ ქალაქს მთელ სიგრძეზე მიუყვება და ქალაქს ორ ნაწილად ყოფს. ინფორმაციას ამის თაობაზე “რია ნოვოსტი” ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს დარიალის ხეობაში მეწყერი ჩამოწვა, რამაც მდინარე თერგის კალაპოტის გადაკეტვა გამოიწვია.





