მისმა მოადგილემ, გივი ქირიკაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ დადასტურებული ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი, თურქეთის მოქალაქე, რომელიც ჰესზე მუშაობდა.
როგორც ცნობილია, დევდორაკის ხეობიდან წამოსულმა მთის მასამ თერგის ხეობა გადაკეტა და ხერგილი წყლით ივსებოდა, თუმცა, როგორც ნეტგაზეთს ქირიკაშვილმა უთხრა, მდინარემ ყინულის მასა გაჭრა და კალაპოტს დაუბრუნდა.
“ეს იმას ნიშნავს, რომ თერგის კალაპოტიდან გადმოსვლის საფრთხე საბედნიეროდ მოიხსნა”.
გავრცელებული ინფორმაციით, მეწყერი სატვირთო მანქანებს დაეცა, თუმცა უცნობია, იმყოფებოდნენ თუ არა შიგ ადამიანები. ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურები.





