ახალი ამბები

ლარსის ხეობაში საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია

17 მაისი, 2014 •
ლარსის ხეობაში საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია

“ამ დროისათვის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”, – აცხადებენ დეპარტამენტში.


ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებლის შალვა ელოშვილის თქმით, დარიალის ხეობაში მომხდარ კატასტროფას მსხვერპლი არ მოჰყოლია.


 

როგორც “ნეტგაზეთს” ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელმა შალვა ელოშვილმა განუცხადა, დევდორაკის ხეობიდან წამოსულმა ყინულის მასამ თერგის ხეობა გადაკეტა და ახლა ხერგილი წყლით ივსება:

 

 

 

“ელოდებიან, რომ ახლა შეიძლება გადაივსოს ეს ხერგილი და შემდეგ რა მოხდება, არ ვიცი”, – უთხრა ელოშვილმა “ნეტგაზეთს”.

 

 

 

მისი თქმით, მან არ იცის, თუ რამ გამოიწვია ყინული მასის მოწყვეტა. როგორც იგი ამბობს, აღნიშნულ ადგილზე მიმდინარეობს დარიალ ჰესის მშენებლობა და ამ მშენებლობის შემადგენელი ნაწილია გვირაბი. ელოშვილი ამბობს, რომ არა აქვს ინფორმაცია, არის თუ არა ეს ფაქტი კავშირში ამ ინფრასტრუქტურულ პროექტთან.

 

 

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ინციდენტის ადგილას უკვე გაემგზავრა მინისტრის მოადგილე. სტეფანწმინდაში გაემგზავრნენ შს სამინისტროს საგანგებო სტუაციების სამსახურის თანამშრომლებიც. სხვა ინფორმაციას ეს უწყებები არ ავრცელებენ. 

 

 

 

შალვა ელოშვილის თქმით, აღნიშნულ ადგილზე დასახლებული პუნქტი არ არის და მხოლოდ საზღვრის დაცვის სამსახური და ჰესის მშენენებლობაზე დასაქმებულები იმყოფებიან. 

 

 

 

“გახიზნულები არიან ამ სამსახურების წარმომადგენლები უსაფრთხო ადგილას, იქ არის მონასტერი და იმ მონასტრის ტერიტორიაზე არიან”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ელოშვილმა.


მასალების გადაბეჭდვის წესი