ფოტომასალას ფეისბუქში იაგო კაზალიკაშვილი ავრცელებს. მისი თქმით, ეს ფოტომასალა მას მიაწოდეს ქირიკაშვილებმა.
საქართველოს მთავრობის განცხადებით, დარიალის ხეობაში მთის მასა მოწყდა და შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახური, საპატრულო პოლიციისა და სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელის შალვა ელოშვილის თქმით, დევდორაკის ხეობიდან წამოსულმა ყინულის მასამ თერგის ხეობა გადაკეტა და ახლა ხერგილი წყლით ივსება:
“ელოდებიან, რომ ახლა შეიძლება გადაივსოს ეს ხერგილი და შემდეგ რა მოხდება, არ ვიცი”, – უთხრა ელოშვილმა “ნეტგაზეთს”.