ახალი ამბები

მასობრივი ხოცვა კალიფორნიაში – მოკლულია 12 ადამიანი

8 ნოემბერი, 2018 • 1994
მასობრივი ხოცვა კალიფორნიაში – მოკლულია 12 ადამიანი

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, ლოს ანჯელესთან ახლოს, ერთ-ერთ ბარში პირმა ცეცხლსასროლი იარაღით 12 ადამიანი მოკლა. როგორც CNN წერს, მოკლულებს შორის ერთი პოლიციელია.

გამოცემის თანახმად, სავარაუდო თავდამსხმელი ადგილზე გარდაცვლილი ნახეს. მან ცეცხლი ადგილობრივი დროით შუაღამით გახსნა. პოლიცია ვარაუდობს, რომ თავდამსხმელმა თავი მოიკლა.

ამჟამად ადგილზე საგამოძიებო ჯგუფები მუშაობენ.

რაც შეეხება სროლის მსხვერპლებს, BBC წერს, რომ გარდაცვლილთა ნაწილი ახლომდებარე უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ, ბარში ქანთრის მუსიკის საღამო იმართებოდა, როდესაც სროლა ატყდა. გარდაცვლილების  იდენტიფიცირება ჯერ არ დასრულებულა. შემთხვევის შედეგად დაზიანებულმა ათობით ადამიანმა საავადმყოფოებს მიმართა.

ფოტო: CNN

მასალების გადაბეჭდვის წესი