ნეტგაზეთი | ცხინვალის ცნობით, 15 აპრილიდან 14 მაისამდე საქართველოს 38 მოქალაქე დააკავეს ცხინვალის ცნობით, 15 აპრილიდან 14 მაისამდე საქართველოს 38 მოქალაქე დააკავეს – Netgazeti
RU | GE  

ცხინვალის ცნობით, 15 აპრილიდან 14 მაისამდე საქართველოს 38 მოქალაქე დააკავეს

ცხინვალის ინფორმაციით, 15 აპრილიდან 14 მაისის ჩათვლით სამხრეთ ოსეთში საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის 54 პირი დააკავეს.

სააგენტო “რეს”-ის ინფორმაციით, მათგან 38 პირი საქართველოს მოქალაქე იყო. 

 

“სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა ყოველწლიურ ხასიათს ატარებს და დაკავშირებულია იმასთან, რომ საქართველოს მოსახლეობა, ტრადიციულად, ამ პერიოდში მცენარეული კულტურის კრეფით არის დაკავებული. როგორც წესი, საზღვრის უკანონო დარღვევები საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებთა ინფორმაციის ნაკლებობასთან არის დაკავშირებული,”- განუცხადა საინფორმაციო სააგენტო “რეს”-ს ოფიციალურმა წყარომ. 

მისივე თქმით, ამ ვითარების გათვალისწინებით იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ მოსახლეობის მიმართ არ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და მხოლოდ მათი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით შემოიფარგლოს. 

 

სამხრეთ ოსეთის პარლამენტის შენობა, ფოტო: რია ნოვოსტი
სამხრეთ ოსეთის პარლამენტის შენობა, ფოტო: რია ნოვოსტი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი , ------------------------------------------------------------ , -------------------------------------------------------------- , მასალაში გამოყენებულია თვითაღიარებულ რესპუბლიკაში დამკვიდრებული ტერმინოლოგია