ახალი ამბები

სამინისტროები და მათი ხელმძღვანელები, რომლებმაც ყველაზე მეტი პრემია მიიღეს

16 მაისი, 2014 •
სამინისტროები და მათი ხელმძღვანელები, რომლებმაც ყველაზე მეტი პრემია მიიღეს

იმ სამინისტროების მონაცემებით, რომლებმაც სრულყოფილად მიაწოდეს ინფორმაცია IDFI-ს, ირკვევა, რომ 2013 წლის მარტის თვის შემდეგ მინისტრებს პრემიები არ აუღიათ.


IDFI-ს ინფორმაციით, ყველაზე დიდი შემოსავალი 2013 წელს სახელფასო დანამატის სახით მიღებული აქვს თავდაცვის მინისტრს – 83 076.


“როგორც სამინისტროს მიერ გაკეთებული განმარტებიდან ირკვევა, აღნიშნული სამინისტროს შემთხვევაში მინისტრის შრომის ანაზღაურება განსხვავებულად ფორმირდება. პრემიერმინისტრის ბრძანებით დადგენილი სახელფასო დანამატის (4435 ლარი) გარდა, თავდაცვის მინისტრი ყოველთვიურად იღებს საკლასო ჩინის დანამატს (1239 ლარი), სტაჟის დანამატს (885 ლარი) და საიდუმლოს დანამატს (531 ლარი) , რაც ყოველთვიურად სახელფასო დანამატის სახით მთლიანობაშჲ შეადგენს 6 900 ლარს. სხვა მინისტრების შემთხვევაში 2013 წელს პრემიებისა და სახელფასო დანამატების სახით მიღებულ შემოსავლებში განსხვავება განპირობებულია პრემიერ-მინისტრის ბრძანების გამოცემამდე, იანვარ-თებერვალში მინისტრების მიერ მიღებული განსხვავებული ოდენობის პრემიებით და დანამატებით ან/და მინისტრის პოზიციაზე წლის განმავლობაში სრულად არყოფნის გამო,”- წერია IDFI-ს ანგარიშში. 


ასევე, იმ სამინისტროებს შორის, რომლებმაც ინსტიტუტს სრულყოფილად მოაწოდა ინფორმაცია, ყველაზე მეტი პრემიებისა და სახელფასო დანამატების მიმღებ მინისტრების მოადგილეებს წარმოადგენენ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეები, მარიამ ვალიშვილი და ილია ელოშვილი. თითოეულს პრემიის სახით 2013 წელს მიღებული აქვს თანამდებობრივი სარგოს ორმაგი ოდენობა 65280 ლარი.


 

მასალების გადაბეჭდვის წესი