ახალი ამბები

რომელი ქვეყნის კანონმდებლობა იცავს ყველაზე უკეთ ლგბტ თემს – საქართველო 31–ე ადგილზე

16 მაისი, 2014 •
რომელი ქვეყნის კანონმდებლობა იცავს ყველაზე უკეთ ლგბტ თემს – საქართველო 31–ე ადგილზე

თანასწორობის უზრუნველსაყოფად საჭირო საკანონმდებლო ნორმების 100 შესაძლო პროცენტიდან საქართველოს მხოლოდ 26% აქვს შესრულებული, თუმცა წინა წელთან შედარებით 2014 წელს ქვეყანამ 5 პროცენტით წინ წაიწია. მიუხედავად ამისა, ეს მატება რეიტინგში მაინც ვერ აისახა, პირიქით, საქართველომ შარშანდელთან შედარებით ერთი ადგილი დაკარგა და 30–დან  31–მდე ჩამოქვეითდა, რაც სხვა ქვეყნების პროგრესით აიხსნება.


ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მიერ 5–პროცენტიანი მატების ერთ–ერთი მიზეზი თანასწორობისა და ანტიდისკრიმინაციის მიმართულებით გადადგმული საკანონმდებლო ნაბიჯებია, თუმცა დოკუმენტში ასახული არ არის ანტიდისკრიმინაციის შესახებ ის კანონი, რომელმაც პარლამენტმა 2 მაისს მიიღო. ანგარიშში იმ კანონპროექტზეა საუბარი, რომელიც იუსტიციის სმაინისტრომ შეიმუშავა არასამთავრობოებთან ერთად და რომელიც მთავრობის ადმინისტრაციამ, არასამთავრობოების ცნობით, მნიშვნელოვნად შეცვალა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების კონსტიტუციური უფლება ყველა ადამიანს აქვს, თუმცა Ilga europe მიუთითებს, რომ გასული წლის 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საერთაშორისო დღეს მართლმადიდებელი მღვდლების თაოსნობით ლგბტი ჯგუფის წევრებს ათასობით კონტრდემონსტრანტი დაუპირისპირდა.

 

ზემოხსენებული რეიტინგის მიხედვით, საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიც იტალია, ლიტვა და ლატვია არიან. ევროპაში LGBTI თემის წევრების ცხოვრებისათვის საუკეთესო ადგილი [ქვეყანაში კანონმდებლობის თვალსაზრისით] დიდი ბრიტანეთია, ხოლო ყველაზე უარესი- რუსეთი. ანგარიში არ განსაზღვრავს ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული ჰომოფობიის ზოგად დონეს და მხოლოდ ქვეყნებში მოქმედ კანონმდებლობასა და პოლიტიკაზე დაყრდნობით აკეთებს დასკვნებს.


ვინ როგორც იცავს ლგბტ თემის უფლებებს საკანონმდებლო დონეზე ევროპაში
ვინ როგორც იცავს ლგბტ თემის უფლებებს საკანონმდებლო დონეზე ევროპაში

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი