ახალი ამბები

ბრაზილიაში მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის წინააღმდეგ გამოდიან

16 მაისი, 2014 •
ბრაზილიაში მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის  წინააღმდეგ გამოდიან

აქციის მონაწილები სახელმწიფოს მხრიდან მუნდიალის ორგანიზებისთვის გაღებული ხარჯების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. მათი აზრით, ჩემპიონატისთვის დახარჯული მილიარდობით დოლარი სოციალური პრობლემებისა  და უსახლკაროთა პრობლემების გადაჭრას უნდა მოხმარებოდა. მაგალითად, დემონსტრანტების აზრით, იმ თანხებით, რაც “მარაკანას” სტადიონის რეაბილიტაციაზე დაიხარჯა, 200 ახალი სკოლის აშენება იყო შესაძლებელი. football report-ის ინფორმაციით, მთავრობამ მუნდიალის ორგანიზებაზე უკვე 11 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა.


მაღაზია ქალაქ რესიფეში შეტაკებების შემდეგ
მაღაზია ქალაქ რესიფეში შეტაკებების შემდეგ

BBC-ის ცნობით  აქციის მონაწილეების მხრიდან ადგილი ჰქონდა ოარადიორობის, მათ გადაკეტეს გზები, დაწვეს საბურავები და სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს, ხოლო პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. 

 

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014 წლის 12 ივნისს დაიწყება, ხოლო ფინალი 13 ივლისს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი