ახალი ამბები

კოლაუ ნადირაძე ტერენტი გრანელის ნაცვლად — შეცდომა განახლებულ თეთრ ხიდზე

7 ნოემბერი, 2018 •
კოლაუ ნადირაძე ტერენტი გრანელის ნაცვლად — შეცდომა განახლებულ თეთრ ხიდზე

ქუთაისში განახლებული თეთრი ხიდის ერთ-ერთ ფილაზე დატანილ წარწერაზე ლექსის ავტორი არაზუსტად არის მითითებული.

ხიდზე, სხვა ლექსებთან ერთად, ამოტვიფრულია ნაწყვეტი ლექსიდან “აღსარება ქუთაისს”:

“მე შენს კალთებზე სიმშვიდეს ვეძებ,

ვეღარ გავუძელ მღელვარე თბილისს”.

ლექსის ავტორი სინამდვილეში არის ტერენტი გრანელი, თუმცა ხიდზე მითითებულია, რომ ლექსი კოლაუ ნადირაძეს ეკუთვნის.

ფეისბუკზე ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების უფროსი, თამთა თურმანიძე წერს, რომ პრობლემა მალე აღმოიფხვრება. ქუთაისის მერია მოქალაქეებს შექმნილი უხერხულობისთვის ბოდიშს უხდის.


რამდენიმე დღის წინ ადგილობრივმა ტელევიზია Mega TV-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2 დღის გახსნილი ხიდი უკვე შესაკეთებელი იყო.

გარეკანის ფოტო: აკაკი მამრიკიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი