ახალი ამბები

“მზად ვარ ავიღო პასუხისმგებლობა და დავიკავო თბილისში საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი”

16 მაისი, 2014 •
“მზად ვარ ავიღო პასუხისმგებლობა და დავიკავო თბილისში საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი”

“ალბათ, ყველას ახსოვს ბოროტი ჭორები, იმის თაობაზე, რომ თქვენმა მონამორჩილმა თავის დროზე თურმე საკრებულოს თავმჯდომარეობა დაუთმო მიხეილ სააკაშვილს, რაც იყო აბსოლუტური ცილისწამება, და დღეს მისი, მგონი, აღარავის სჯერა. რადგან არასდროს ჩვენ საკრებულოში არ გვყოლია ის უმრავლესობა, რომელიც მიიღებდა გადაწყვეტილებას. 

 

ხანგრძლივი და მტანჯველი ფიქრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მზად ვარ ავიღო პასუხისმგებლობა და დავიკავო თბილისში საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი, თუ ჩემი დედაქალაქელები მასობრივად დაგვიჭერენ მხარს, თუ გავიყვანთ იქ უმრავლესობას, ანუ 50 დეპუტატიდან 26-ს, და 15 ივნისის შემდეგ, ამ პროგნოზის გამართლების შემთხვევაში, ჩვენი გამარჯვების ნაყოფზე მოხდება არსებული პარლამენტის დათხოვნა, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ახალი მთავრობის ფორმირება, რომელიც გაიყვანს ჩვენს ქვეყანას ამ შავბნელი ეპოქიდან. 

 

ჩვენი გამარჯვება თბილისის საკრებულოში იქნება კარგი თბილისური პანჩური მატყუარა, მაფიოზა ივანიშვილისთვის, რომელმაც მწარედ გადააგდო თბილისი და მთელი საქართველო,”- განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე ნათელაშვილმა. 


შალვა ნათელაშვილი
შალვა ნათელაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი