ახალი ამბები

მინისტრები: პრემიების გაცემის საერთო სტანდარტი უნდა შეიქმნას

16 მაისი, 2014 • • 1136
მინისტრები: პრემიების გაცემის საერთო სტანდარტი უნდა შეიქმნას

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურბეის მინისტსი დავით სერგეენკოს თქმით, სხდომაზე ისაუბრეს სოზარ სუბარის უწყებაში გაცემულ პრემიეებზე, თუმცა, როგორც მინისტრები აცხადებენ, საუბარი არ ყოფილა სოზარის თანამდებობიდნ გადაყენებაზე. 

 

სერგეენკოს თქმით, პრემიების გაცემის სისტემა ერთიან ჩარჩოში უნდა მოექცეს:

 

“საუბარი იყო, რომ შემოღებული იქნას უნიფიცირებული პრემიების სისტემა, სადაც ჩადებული იქნება ლოგიკა, იყოს მაქსიმალური ზედა ზღვარი. ანუ ეს იქნება რაღაც სისტემაში მოყვანილი. ვფიქრობ, მალე ამ პროცედურებს მივიღებთ, ეს არის იმის ანალოგი, მანქანების შემთხვევაში როცა უნიფიცირდა სისტემა”,- თქვა სერგეენკომ. 

დავით სერგეენკო/ ფოტო: ნეტგაზეთი
დავით სერგეენკო/ ფოტო: ნეტგაზეთი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ სოზარ სუბარი კარგად მართავს სასჯელაღსრულების სისტემას. მინისტრის ტქმით, ისიც მხარს უჭერს პრემიების გაცემის საერთო სტანდარტის შემუშავებას. 

 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი ოდენობის პრემიები აიღეს

მასალების გადაბეჭდვის წესი