ახალი ამბები

“ქართულ ოცნებაში“ ფუნდამენტური საკადრო ცვლილებები ამ ეტაპზე არ იგეგმება – კობახიძე

7 ნოემბერი, 2018 •
“ქართულ ოცნებაში“ ფუნდამენტური საკადრო ცვლილებები ამ ეტაპზე არ იგეგმება – კობახიძე

“ქართულ ოცნებაში“ არავითარი ფუნდამენტური საკადრო ცვლილებები ამ ეტაპზე არ იგეგმება, თუმცა გვჭირდება კადრების გადახალისება“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიას მომზადება სჭირდება, რათა ამომრჩევლის წინაშე სათანადო სიით წარდგეს.

„არავითარი ფუნდამენტური საკადრო ცვლილებები ამ ეტაპზე არ იგეგმება, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება კადრების გადახალისება. 2020 წელს ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. მანამდე ჩვენ გვჭირდება მომზადება იმისათვის, რომ სათანადო სიით წარვდგეთ ამომრჩევლის წინაშე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე – შესაძლოა თუ არა, პარტიაში დაბრუნდნენ ძველი სახეები, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ მთავარია, კადრები ობიექტურად შეირჩნენ და აქ გათვალისწინებული იქნება ყველა შესაბამისი კრიტერიუმი.

„ჩვენთვის მთავარია, რომ შეირჩნენ კადრები ობიექტური კრიტერიუმების შესაბამისად და აქ იქნება გათვალისწინებული ყველა შესაბამისი კრიტერიუმი, მათ შორის, რა თქმა უნდა, დამსახურება პარტიის წინაშე და დამსახურება იმ ბრძოლაში, რომელიც გამოვიარეთ ჩვენ, მათ შორის 2012 წელს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი