ახალი ამბები

7 ნოემბერს ჩვენ შეცდომა დავუშვით – გიგი უგულავას ბოდიში

7 ნოემბერი, 2018 •
7 ნოემბერს ჩვენ შეცდომა დავუშვით – გიგი უგულავას ბოდიში

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა 7 ნოემბერს მომხდარ მოვლენებს შეცდომას უწოდებს და ბოდიშს იხდის. თბილისის ყოფილი მერის შეფასებით, ამ თემაზე მიმდინარე სასამართლო პროცესი არის ფარსი და პოლიტიკური შურისძიება.

“ყველაფერს მოეძებნება ახსნა, ყველაფერს აქვს თავის წინაპირობები, მაგრამ 2007 წლის 7 ნოემბერს ჩვენ შეცდომა დავუშვით. 2018 წლის 7 ნოემბერს ამით ვინც არჩევნების მოგებას აპირებს, მწარედ ცდება და არის პოლიტიკურად ბეცი”,-წერს Facebook-ზე გიგი უგულავა.


სახალხო დამცველის ანგარიშების მიხედვით, 2007 წლის 7 ნოემბერს, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით დარბევისას, სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო არაერთმა დემონსტრანტმა. აქციის დასაშლელად პირველად იქნა გამოყენებული სპეციალური საშუალებები, მათ შორის, რეზინის ტყვიები, რაც იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით არ იყო ნებადართული. სახალხო დამცველის 2007 წლის მეორე ნახევრის ანგარიშისმიხედვით, მტკიცებულებებით დასტურდება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაც. იმავე დღეს მოხდა ტელეკომპანიაში „იმედი“ სპეციალური დანიშნულების რაზმის შეჭრა, რასაც შედეგად ტელევიზიის დროებით დახურვა მოჰყვა.

ამავე თემაზე

7 ნოემბერი წინა ხელისუფლების უმძიმესი შეცდომაა – ვაშაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი