ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები ჩავიდნენ

15 მაისი, 2014 • • 1112
ცხინვალში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები ჩავიდნენ

როგორც სააგენტო ოსინფორმი იუწყება, შეხვედრის დროს მურატ ჯიოევმა იმედი გამოთქვა რომ დელეგაციის ვიზიტი ჟენევის დისკუსიების ფარგლებში რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის შენარჩუნებას ხელს შეუწყობს.

 

“იმედი მაქვს, ძირითადი ამოცანები, რომელიც ჟენევის დისკუსიების წინაშე დგას, წარმატებით განხორციელდება. დღეს ჩვენ ყველას გვაშფოთებს უკრაინის სიტუაცია, რამდენადაც ჩვენთვის არ არის სულერთი უკრაინელი ხალხის ბედი და მისი ნების გამოხატვა. სამხრეთ ოსეთის ხალხმა ასევე გამოიარა მსგავსი რთული პერიოდი, მათ საქართველოს მხრიდან არაერთხელ იწვნიეს აგრესია. ამგვარად, ჩვენ ვიცით მშვიდობისა და უსაფრთხოების ფასი. ნაყოფიერი მუშაობა ჟენევის დისკუსიების ფარგლებში რეგიონებში უსაფრთხოებას გაზრდის,”- განუცხადა ჯიოევმა თანათავმჯდომარეებს.

 

მან ჟენევის დისკუსიების დელეგაციის წევრებს განუცხადა, რომ ამჟამად საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარზე გარკვეული ექსცესების მიუხედავად, სიტუაცია სტაბილურია. 


ცხინვალი; ფოტო: EPA
ცხინვალი; ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი