ახალი ამბები

იპოდრომის კორტები თბილისის მუნიციპალიტეტს დაუბრუნდება – კალაძე

7 ნოემბერი, 2018 • 6567
იპოდრომის კორტები თბილისის მუნიციპალიტეტს დაუბრუნდება – კალაძე

თბილისის ყოფილი იპოდრომის ე.წ. ჩოგბურთის კორტების ნაწილი თბილისის მუნიციპალიტეტს დაუბრუნდება. ამის შესახებ განცხადება დღეს, 7 ნოემბერს თბილისის მერმა, კახა კალაძემ გაავრცელა.

როგორც კალაძემ განმარტა, 2009 წელს ეს ტერიტორია უცხოურმა კომპანიამ განაშენიანების მიზნით შეიძინა. მისი სიტყვებით, ამ დროისთვის მონაკვეთი, სადაც ადრე სპორტული კომპლექსი მდებარეობდა, სავალალო მდგომარეობაშია და მერია მომავალი წლიდან ამ ადგილას ახალი სპორტული კომპლექსის მოწყობას გეგმავს.

აღნიშნული ტერიტორია საბურთალოსა და ბახტრიონის ქუჩებს შორის მდებარეობს. ამ ტერიტორიის სპორტულ ცენტრად გადაკეთებას ადგილობრივი მოსახლეობაუკვე დიდი ხანია, რაც ითხოვს. ამ მიზნით, მათ ფეისბუკზე სპეციალური გვერდიც შექმნეს. ტერიტორიის თბილისის მუნიციპალიტეტისთვის მიყიდვაზე უარს არც ტერიტორიის მფლობელი ყაზახური კომპანია ამბობდა.

გარკანი ფოტო: ფეისბუკ გვერდი – “იპოდრომის კორტები იქცეს სპორტულ ცენტრად”

მასალების გადაბეჭდვის წესი