ახალი ამბები

სასჯელაღსრულების სამინისტრო: გენინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო

15 მაისი, 2014 • • 1901
სასჯელაღსრულების სამინისტრო: გენინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო

“სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ადასტურებს, რომ მიმდინარე წლის 7 მაისს სამინისტროში მიღებულ იქნა სახალხო დამცველის მომართვა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებისთვის დაბრკოლების ხელოვნურად შექმნის შესახებ.

აღნიშნული მომართვის საფუძველზე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის დავალებით, სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ  სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. შემოწმების დასრულების შემდეგ შესაბამისი დასკვნა ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

 

სასჯელაღსრულების სამინისტრო
სასჯელაღსრულების სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი