ახალი ამბები

ნანუაშვილი: ომბუდსმენის რწმუნებულებს ციხეში მონიტორინგისას დაბრკოლებები ექმნებათ

15 მაისი, 2014 • • 1017
ნანუაშვილი: ომბუდსმენის რწმუნებულებს ციხეში მონიტორინგისას დაბრკოლებები ექმნებათ

უჩა ნანუშვილის განცხადებით, #7 დაწესებულებაში სახალხო დამცველის რწმუნებულებს დაწესებულების თანამშრომელებმა აგრესიული და შეურაცხმყოფელი ტონით მიმართეს და მოუწოდეს საგამოძიებო ოთახში შესულიყვნენ. რწმუნებულები დაძაბულობის განმუხტვის მიზნით შევიდნენ საგამოძიებო ოთახში და შეეცადნენ გაერკვიათ რა ხდებოდა, თუმცა ზემოთ ხსენებულმა თანამშრომელმა არ ისურვა მათთან საუბარი და კარი გარედან ჩაუკეტა. 


როგორც უჩა ნანუაშვილი აცხადებს, მე–7 და მე–15 დაწესებულებების ტერიტორიაზე შესვლისას სახალხო დამცველის წარმომადგენლებს დაჟინებით სთხოვდნენ დაეტოვებინათ მაჯის საათები. სახალხო დამცველის განცხადებით, მის თნამშრომლებს საათები სამუშო პროცესში სჭირდებოდათ.


უჩა ნანუაშვილის შეფასებით, ეს ფაქტები მიუთითებს სახალხო დამცველის რწმუნებულთა მიმართ სასჯელაღსრულების დეპრტამენტის თანამშრომლების დამოკიდებულებაზე და წარმოადგენს მათი საქმიანობისთვის დაბრკოლების შექმნას:


“ეს არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, ამიტომ აუცილებელია სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროში ჩატარდეს სამსახურეობრივი შემოწმება და პასუხისმგებელი პირების მიმართ შესაბამისი ზომები გატრდეს.”


შეკითხვაზე, რას შეიძლება უკავშირდებოდეს აღნიშნული დაბრკოლებები?  უჩა ნანუაშვილი პასუხობს: “მე გამიჭირდება გითხრათ მიზეზები, მაგრამ ფაქტია, რომ იყო რამდენიმე შემთხვევა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, როცა ჩვენმა თანამშრომლებმა დააფიქსირეს მსჯავრდებულების ფიზიკური დაზიანებები. ყველა შემთხვეზე ჩვენ ვითხოვდით რეაგირებას და ინფორმაციას ვაწოდებდით შესაბამის ორგანოებს”.


უჩა ნანუაშვილი ითხოვს, რომ მისი რწმუნებულების უფლებამოსილებები  გაიზარდოს და რიგ შემთხვევებში, როდესაც ისინი დააფიქსირებენ მსჯავრდებულთა დაზიანებებს, მათ შეეძლოთ, რომ ფოტოგადაღებები აწარმოონ, მათ შორის დახურულ დაწესებულებებშიც.


უჩა ნანუშავილმა აღნიშნული კომენტარები დღეს სახალხო დამცველის ოფისში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.  


 




მასალების გადაბეჭდვის წესი