ახალი ამბები

ანონსი – 15 მაისი

15 მაისი, 2014 •
ანონსი – 15 მაისი
10:30 –  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, შალვა ფიფია ლიტვის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდება. შეხვედრა გაიმართება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში (მის: მარშალ გელოვანის 6 )
საკონტაქტო პირი – ნანა ჩინჩილაკაშვილი 599 50 26 19
 

11:00-  სახალხო დამცველი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მხრიდან ომბუდსმენის წარმომადგენლებზე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განხორციელებულ ზეწოლასა და ხელოვნურად შექმნილ დაბრკოლებებზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს. მისამართი: ნ.რამიშვილის ქუჩა. #6

 

11:00–დან 15:00 სთ–მდე ექსპო ჯორჯიას მესამე პავილიონში (წერეთლის N118) გაიმართება განათლების საერთაშორისო ცენტრის ღია კარის დღე. ღია კარის დღეზე წარმოდგენილი იქნება განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამები. ღონისძიებას დაესწრება საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 


11:00 – ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართება. ცესკოს სპიკერი ეკა აზარაშვილი საზოგადოებას, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის და ამომრჩეველთა საინფორმაციო ბარათების დარიგების პროცესის შესახებ გააცნობს ინფორმაციას. მის: აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.


11:00 –  “პირველ პრესკლუბში” “ქართული ოცნების” თემქის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯაბა სამუშია პრესკონფერენციას გამართავს. 
თემა: თვითმმართველობის არჩევნები. 
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნესცენტრი “დიდუბე პლაზა”, საკონტატქო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22

 

11.00 –  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ამერიკისმცოდნეობის მეთხუთმეტე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრებიან. თემა: “შეერთებული შტატების პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპაში.”

 

12:00 –  “პირველ პრესკლუბში” არასაპარლამენტო ოპოზიციის დელისის მაჟორიტარობის კანდიდატი ლაშა ჩხარტიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. 
თემა: თვითმმართველობის არჩევნები, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. 
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნესცენტრი “დიდუბე პლაზა”, საკონტატქო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22

 

12:00 – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და სხვა მიწვეულ სტუმრებთან ერთად, მოსამართლის დღესთან დაკავშირებით, “მართლმსაჯულების სახლის” ახალ შენობას გახსნის.
მის: აღმაშენებლის ხეივანი, ნოდარ ბოხუას ქუჩა, ღუდუშაურის კლინიკასა და ექსპერტიზის ბიუროს შორის.
საკონტაქტო პირი ქეთი ტყეშელაშვილი – 577 55 77 35

 

12:00 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება.

 

12:30 –  “პრაიმტაიმის” პრესკლუბში საკრებულოს წევრი, მაჟორიტარი დებუტატობის კანდიდატი გულიკო ზუმბაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თბილისის საკრებულო, თვითმართველობის არჩევნები.

 

13:00 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში გიორგი ფარესიშვილი გელა ხვედელიძის მხრიდან გარიგეგებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებს. 

 

13:30 –  “პრაიმტაიმის” პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაციის – “დედათა კომიტეტი” დამფუძნებელი და თავმჯდომარე ქეთევან ადამია, ჟურნალისტები, უფლებადამცველები და პატიმართა დედები პატიმართა გათავისუფლების სხვადასხვა სამართლებრივ ნორმებზე და მათთან დაკავშირებულ (პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებისა და პატიმართა შეწყალების) პრობლემებზე ისაუბრებენ.

 

14.00 –  მთაწმინდის პარკში, კოალიცია „ქართული ოცნება“ თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატთა პროპორციული სიის პრეზენტაციას გამართავს

 

16:00 – საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გამოცხადებული სტაჟირების კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება. კონკურსს დაესწრება საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე. მისამართი: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. #68ა. ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსი (შესასვლელი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მხრიდან)


17:00- საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია საქართველოს ეროვნული მუზეუმის წლიური ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი