ახალი ამბები

ტყიბულში ქურთუკების სამკერვალო საწარმო აშენდება

5 ნოემბერი, 2018 • 2120
ტყიბულში ქურთუკების სამკერვალო საწარმო აშენდება

ტყიბულში ქურთუკების სამკერვალო საწარმო აშენდება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროდუქცია ადგილობრივთან ერთად საერთაშორისო ბაზარზე გავა ექსპორტზე. მათივე ცნობით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 5 მლნ აშშ დოლარია.

“შეთანხმება “ძიანგსის ჰუაჟაო მენეჯმენტის კომპანიასთან” პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შანხაიში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. პირველ ეტაპზე საწარმოში 300-მდე ადამიანი დასაქმდება და მსოფლიოში  ცნობილი ბრენდების ქურთუკები დამზადდება,”-წერია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპარტნიორო ფონდში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ საწარმოს მშენებლობა 2019 წლიდან დაიწყება. ამ ეტაპზე ფონდში არ ამბობენ, როდის დასრულდება პროექტი. მათი თქმით, ამ საკითხზე ჩინური მხარე საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს და მოგვიანებით გახდება ცნობილი დამატებითი ინფორმაცია ქურთუკების სამკერვალო საწარმოს თაობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი