ახალი ამბები

11 წლის გოგო, რომელსაც რამდენიმე საათი ეძებდნენ, იპოვეს

5 ნოემბერი, 2018 • 4514
11 წლის გოგო, რომელსაც რამდენიმე საათი ეძებდნენ, იპოვეს

თბილისში 11 წლის არასრულწლოვანი იპოვეს, რომელსაც რამდენიმე საათი ეძებდნენ. მეზობლის ინფორმაციით, ბავშვი ერთ-ერთმა მოქალაქემ იცნო და ოჯახს დაუკავშირდა. ინფორმაცია ნეტგაზეთს შსს-ში დაუდასტურეს.

11 წლის გოგოს გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია დღეს, 5 ნოემბერს ფეისბუკზე ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა გაავრცელეს. მათი თქმით, გოგო დილით, 08:30-ზე სახლიდან წავიდა, თუმცა უკან არ დაბრუნებულა. რამდენიმე მეზობელი ხაზს უსვამს იმასაც, რომ გოგომ საკუთარ ძმას სახლში წერილი გამოატანა, რომელშიც დედას ემშვიდობებოდა.

არასრულწლოვანი დაახლოებით 6 საათზე იპოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი