კრიპტოვალუტების მიმართ მზარდ ინტერესს მსოფლიოში საქართველოც არ ჩამორჩება. საქართველოს სულ უფრო მეტი მოქალაქე ინტერესდება ციფრული ფულით. სწორედ ამან განაპირობა, რომ ბაზარზე შემოსვლიდან 6 თვის შემდეგ „კრიპტომატი“ – კრიპტოვალუტების ორმხრივი ბანკომატების ოპერატორი კომპანია უკვე რეგიონებშიც ფართოვდება.
თბილისში წარმატებული სტარტის შემდეგ, კომპანიამ კრიპტომატები კიდევ 3 ქალაქში: თელავში, ქუთაისსა და ბათუმში განათავსა. უახლოეს მომავალში სხვა ქალაქების ათვისებაც იგეგმება.
კრიპტომატების საშუალებითკრიპტოვალუტების შეძენა-განაღდება რეგიონებში შემდეგ მისამართებზეა შესაძლებელი:
[checklist]
- ქ. თელავი–სუპერმარკეტი „ლიმბო“ (ქეთევან წამებულის 3);
- ქ. ქუთაისი–სასტუმრო „ბაგრატი 1003“ (ა. წერეთლის II ჩიხი, 2ა); და
- ქ. ბათუმი–სასტუმრო „კოლიზეუმი მარინა“ (შერიფ ხიმშიაშვილის 16).
[/checklist]
თბილისში კი, კრიპტომატები უკვე 5 ლოკაციაზე ფუნქციონირებს – სავაჭრო ცენტრებში: „თბილისი მოლი“, „გალერია თბილისი“, „ისთ ფოინთი“ და „ჰოუმმარტი“და ასევე, კაზინო „აჭარაში“.
კრიპტომატით, ამჟამად, 4 კრიპტოვალუტის: ბიტკოინის (BTC), ლაითკოინის (LTC), ბიტკოინ ქეშისა (BCH) და ეთერიუმის (ETH) შეძენა და განაღდება არის შესაძლებელი.
მომხმარებლის მხრიდან არსებული მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, კომპანია კონკრეტულ აქციებსაც აანონსებს, რომლის დროსაც დაინტერესებულ პირებს აღნიშნული ოთხი კრიპტოვალუტის სავაჭრო ბირჟის ფასებში შეძენა/განაღდების შესაძლებლობა ეძლევათ.
კრიპტომატი კრიპტოვალუტების შეძენა-განაღდების ოპერაციების წამებში განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაინტერესებულ პირს კრიპტოვალუტის ონლაინსაფულე არ აქვს, მას კრიპტომატის საშუალებით სასურველი ვალუტის ყიდვა, აპარატის მიერ შექმნილი და დაბეჭდილი საფულით, მაინც შეუძლია.