“რომპეის ეს ვიზიტი ადასტურებს, რომ ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. მინდა ასევე გაცნობოთ, რომ დღეს მივიღეთ დასტური იმისი თაობაზე, რომ საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს 27 ივნისს [ბრიუსელში] მოაწერს. საქართველო განუხრელად მისდევს ევროინტეგრაციის კურსს. ეს არის ჩვენი ქვეყნის როგორც საგარეო, ისე საშნაო პოლიტიკს ქვაკუთხედი. ეს არის ჩვენი ხალხის არჩევანი”, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს თვისობრივად შეცვლის და ევროინტეგრაციას შეუქცევადს გახდის.
“ჩვენ აქტიურად ვემზადებით ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისა და მისი განხორციელებისთვის. ასოცირების პროცესი ძალიან შრომატევადია და ფართომასშტაბიან რეფორმებს ითვალისწინებს. ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა ამ მიმართულებით კიდევ უფრო გავაძლიეროთ”, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, რომპეისთან დღეს გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო სავიზო რეჟიმის ლიბერლაიზაციის გეგმასაც. პრემიერის თქმით, შორეული პერსპექტივა არ არის, როდესაც საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლას შეძლებენ.




