10:00 საათზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ჰერმან ვან რომპოი პრემიერს შეხვდება.
10:00 საათზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალომომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (ა. მიცკევიჩის 19, თბილისი საქართველო) გაიმართება დაძმობილების პროექტის – „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შესაძლებლობების გაძლიერება ელექტროენერგიის წამახალისებელი სატარიფო მეთოდოლოგიის განახლებით“ დახურვისადმი მიძღვნილი კონფერენცია.
11:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ უძრავი ქონების მართვის საერთაშორისო კომპანიის Colliers International- ის ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონების ხელმძღვანელი, კრის მაქლერნონი პრესკონფერენციას გამართავს.
11:00 საათზე სახალხო დამცველი ჟურნალისტებს ხუდონჰესის მშენებლობის კანონიერების საკითხებზე მთავრობისთვის გაგზავნილ რეკომენდაციას გააცნობს. მისამართი: ნინო რამიშვილის ქუჩა #6
11:00 საათზე, პრაიმტაიმის პრესკლუბში, პრესკონფერენციას გამართავს „ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია“-ს ერთ-ერთი ლიდერი, ჯონდი ბაღათურია.
11:00 საათზე ჰერმან ვან რომპოის და ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
11:00 სთ-ზე_ “პირველ პრესკლუბში” “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური პრესკონფერენციას გამართავს. თემა: კამპანია “ეს შენ გეხება”, არასამთავრობოების დამოკიდებულება და სამომავლო გეგმები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის მეცნიერების, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდდომარეს ჟირი ზლატუშკას და კომიტეტის სხვა წევრებს შეხვდება. დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან ჩეხეთის ელჩი საქართველოში ტომას პერნიკი და მისი მოადგილე ვერონიკა სიდო. ადგილი: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მისამართი: უზნაძის 52.
11:30 სთ-ზე- “პირველ პრესკლუბში” სტუდენტი ბექა ცხადაძე და საინიციატივო ჯგუფის წევრები 17 მაისს დაგეგმილი აქციის შესახებ განცხადებას გააკეთებენ. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:30 საათზე ჰერმან ვან რომპოი ევროპის სახლში სიტყვით გამოვა.
12:00 საათზე, ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია, კომისიის წევრებთან ერთად, არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრის მონაწილეები იმ სიახლეებს გაეცნობიან, რომლებსაც კომისია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისთვის ახორციელებს. შეხვედრა ცესკოს ინიციატივით და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით ხორციელდება.
12:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ექსპერტი გია ხუხაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
12:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში მაჟორიტარი დებუტატობის კანდიდატი ლაშა ჩხარტიშვილი საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს თემა: საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ ხელისუფლების მხრიდან უკანონო და რეპრესიული მოქმედებების განახლების თაობაზე.
12:30 სთ-ზე_”პირველ პრესკლუბში” ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი საგანგებო განცხადებას გააკეთებს. თემა: ადვოკატ გოგა ონიანის მიმართ პროკურატურის მხრიდან განხორციელებული ზეწოლა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
13:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში გელა სალუაშვილი იპოთეკით დაზარალებული მოსახლეობის საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
16:30 საათზე სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი გახსნის სამუშაო შეხვედრას ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების თემაზე.
17:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოფენო დარბაზში ჯამბაკურ-ორბელიანების ცხოვრების ამსახველი ფოტოების გამოფენა მოეწყობა.




