ახალი ამბები

ფრანსუა ოლანდი ნატოს მომდევნო სამიტზე: სიბრძნე არის საჭირო

13 მაისი, 2014 • • 1020
ფრანსუა ოლანდი ნატოს მომდევნო სამიტზე: სიბრძნე არის საჭირო

“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ურთიერთობა, რომელიც საქართველოს სურს, რომ ნატოსთან ჰქონდეს. ეს ნატოს სამიტის ერთ-ერთი საკითხია, რომელიც რამდენიმე თვეში ჩატარდება. აქ, რა თქმა უნდა, აუცილებელია თავიდან იქნას აცილებული ისეთი აბსტრაქტული პროცედურა, რათა არ გავართულოთ სიტუაცია. აქ უკვე სიბრძნე არის საჭირო – ბრძნულად მოქმედება და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა”, – განაცხადა ოლანდმა.

 

ფრანსუა ოლანდს პრესკონფერენციაზე შეკითხვა დაუსვეს იმის შესახებ, თუ როგორ უყურებს საფრნაგეთი ევროკავშირთან ერთად საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხს, რაზეც მან უპასუხა:

 

“საქართველოს უსაფრთხოება, რასაკვირველია, უპირველესად საქართველოსთვის არის უმნიშნელოვნაესი, რომ მან მოახერხოს და თავი დაიცვას იმ სიტუაციისაგან, რომელიც ჯერ კიდევ არ არის მოგვარებული. უსაფრთხოება საჭიროა საქართველოსთვის, რათა მან კარგ პიორბებში მოახერხოს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა მოახერხოს საქართველომ უსაფრთხოების უზრუნევლყოფა, პირველ რიგში, ეს მისი პასუხისმგებლობაა, შემდეგ ჩვენი ურთიერთთანამშრომლობის, ევროკავშირთან თანამშრომლობის ჭრილში განსახილველი საკითხია, შემდეგ, ბუნებრივია, საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტი საკითხია და, რა თქმა უნდა… ის ურთიერთობები, რომელიც აუცილებალდ დასაზუსტებელია და რომელზეც მზა ფორმულირება დღეს შეიძლება არ არსებობს – ნატოსთან მიმართებაში… ნატოსთან მიმართებაში თანამშრომლობის საკითხიცაა, რომელიც საბოლოოდ თავის სიტყვას უელსის სამიტზე იტყვის”, – განაცხადა ოლანდმა.

 

ოლანდი
ოლანდი

მასალების გადაბეჭდვის წესი