იგი 2008 წლის ომის თემასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება ბოლომდე არ სრულდება:
“უკვე რამდენიმე თვეა მომეცა შესაძლებლობა პირდაპირ გავესაუბრო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს. მე გავიმეორებ იმას, რაც უკვე ვუთხარი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგნლებს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, რომელიც დღეისათვის არ არის დაცული, კვლავაც არსებობს საერთაშორისო თანამეგობრობისათვის. 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება ბოლომდე არ სრულდება.
რაც შეეხება ასოცირების ხელშეკრულებას, მას ხელი ივნისში მოეწერება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულებაა, ერთი მხრივ, პოლიტიკური თვალსაზრისით და, მეორე მხრივ, ეკონომიკური მნიშვნელობით. საქართველო ევროპისგან არა მხოლოდ ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას მიიღებს, ასევე მას ექნება საშუალება გავიდეს ევროპულ ბაზარზე. ევროპელებსაც ექნებათ შესაძლებლობა, რომ საქართველოს ბაზარზე შემოვიდნენ. საქართველოში შემოსვლა კი რეგიონის ყველა ბაზართან დაკავშირებას ნიშნავს, რადგან საქართველო გახსნილია რუსეთთან თუ აზერბაიჯანთან, ასევე თურქეთთან მიმართებაში”, – განაცხადა საფრნაგეთის პრეზიდენტმა.








