მან საფრანგეთს საქართველოს მიმართ არსებული პოზიციების გამო მადლობაც გადაუხადა:
“მინდა მადლობა გადავუხადო საფრანგეთის იმ პოზიციის გამო, რომელსაც ეს ქვეყანა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით აფიქსირებს. ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება, ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტრებში, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა. ამ თვალსაზრისით ჩვენი ფრანგი კოლეგების უაღრესად მადლობლები ვართ.
2008 წელს [ომის დროს] ჩვენ ვნახეთ ფრნაგი მეგობრებისაგან სერიოზული მხარდაჭერა, რამაც სერიოზული როლი ითამაშა იმაში, რომ საქართველო, როგორც ქვეყანა შენარჩუნდა. სამწუხაროდ, 2008 წელს მიღწეული შეთანხმებები ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის იმპლემენტირებული, 12 აგვისტოს შეთანხმება ბოლომდე ამუშავებული და ამოქმედებული არ არის. ამ თვალსაზრისით ალბათ ის ვითარება, რომელიც გათამაშდა 2014 წელს უკრაინაში, არის იმ პოლიტიკის გამეორება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 2008 წელს დაიწყო. პრივილეგირებული ინტერესების სფეროები – ეს ის პოლიტიკაა, რომელსაც, სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია ახორციელებს და საქართველო ამ პროცესის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი იყო. ჩვენ გვჯერა და ვდგავართ ჩვენს მეგობრებთან ერთად იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პოლიტიკა არ იქნება და არ გაღრმავდება”, – აღნიშნა მარგველაშვილმა.




