ახალი ამბები

ეკონომიკის მდგომარეობა დღესდღეობით არის ძალიან კარგი – ქობულია

2 ნოემბერი, 2018 • 1218
ეკონომიკის მდგომარეობა დღესდღეობით არის ძალიან კარგი – ქობულია

ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას ვარაუდით, ლარი წლის ბოლოსკენ „კიდევ უფრო მეტ სტაბილურობას დაუბრუნდება“.

ქობულიას განცხადებით, ეკონომიკა იზრდება, ამიტომ მთავრობა კომფორტულად გრძნობს თავს ამ მიმართულებით.

“ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობა დღესდღეობით არის ძალიან კარგი. ექსპორტი იზრდება. ჩვენი ეკონომიკა 5,6%-ით გაიზარდა სექტემბერში. ეს ყველაფერი აუცილებლად აისახება ლარის კურსზე. ჩვენ ვთვლით, რომ ლარი აბსოლუტურად სტაბილური იქნება და კიდევ უფრო მეტ სტაბილურობას დაუბრუნდება უკვე წლის ბოლოსკენ. ვვარაუდობთ, რომ ეკონომიკა კიდევ უფრო გაძლიერდება მომავალი ორი თვის განმავლობაში. ამიტომ ჩვენ ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ თავს ამასთან დაკავშირებით. ჩვენ გავიარეთ ეროვნული ბანკის სტარტეგია ჩვენს კოლეგებთან ერთად და ვთვლით, რომ ის სტრატეგია, რომელსაც ისინი მონეტარული პოლიტიკის თვალსაზრისით აწარმოებენ, აბსოლუტურად საღი და მართებულია“, – განაცხადა ქობულიამ.

მისი თქმით, ახალი წლისთვის ლარის კურსის ტენდენცია გაძლიერებისკენ მიდის, რადგან ტურისტული სეზონი იხსნება. თუმცა ზაფხულის ტურისტულ სეზონზე დაფიქსირებულ ლარის გაუფასურებას ქობულია „თურქეთში მომხდარ დესტაბილიზაციას“ უკავშირებს. კითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა ლარის გამყარებას, ეკონომიკის მინისტრი პასუხობს: „არის მოსალოდნელი, რომ შეიძლება ლარი გამყარდეს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი