“აღსანიშნავია, რომ ეს რომპეს მეორე ვიზიტია საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოსადმი და წარმოადგენს ევროკავშირის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრირებას ჩვენი ქვეყნისადმი”, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწეყბაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების, ასევე, ევროკავშირთან თანამშრომლობის აქტუალური საკითხების განხილვა.
“ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ განხორციელდება ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე ცოტა ხნით ადრე. ვიზიტის ფარგლებში რომპე შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან”, – ვკითხულობთ ოფიციალური თბილისის განცხადებაში.







