ნეტგაზეთი | საფრანგეთის პრეზიდენტი მთიანი-ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების აუცილებლობაზე საუბრობს საფრანგეთის პრეზიდენტი მთიანი-ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების აუცილებლობაზე საუბრობს – Netgazeti
RU | GE  

საფრანგეთის პრეზიდენტი მთიანი-ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების აუცილებლობაზე საუბრობს

“ევროპა, მათ შორის საფრანგეთი, დიდად აფასებს და მხარს უჭერს ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას,” – ამის შესახებ დღეს, 12 მაისს, ერთობლივი პრესკონფერენციის დროს აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა განაცხადა. 

“ვცდილობთ მოლაპარაკებების გზით არსებული კონფლიქტები გადავჭრათ. დღეს 20 წელი ხდება მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერა და ძალაში შევიდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით. ამ დროის განმავლობაში რაიმე წინ გადადგმული ნაბიჯი არ ყოფილა. ძალისხმევა უნდა გამოვიჩინოთ ნდობის აღდგენისთვის, ამ კონფლქიტის გადაჭრისთვის.” 

 

ოლანდის თქმით, დღევანდელი მიზანია ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა იმისთვის, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას.


ეს კონფლიქტი ხელს უშლის რეგიონის განვითარებას და ადამიანებს თავისუფალ გადაადგილებას ზღუდავს. ჩვენ არ ვაპირებთ ვინმე დავარწმუნოთ, უარი თქვან ვინმესთან თანამშრომლობაზე, ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ქვეყნებს საკუთარი პოზიციების გაცხადებაში. ეს შეეხება როგორც აზერბაიჯანს, ასევე, საქართველოს, სომხეთს, უკრაინას და სხვა ქვეყენებს. ტერიტორიული საკითხები განხილვის თემა იქნება საქართველოშიც, სადაც ასევე აქტუალურია ეს პრობლემა.”


ოლანდის თქმით, დღეს საღამოს სომხეთში გაემგზავრება, სადაც სომხეთის პრეზიდენტთან ასევე ყარაბაღის საკითხს  განიხილავს.


ფრანსუა ოლანდი
ფრანსუა ოლანდი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი .