საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ფასები გაიზარდა სხვადასხა მიმართულებით.
კერძოდ:
- 0.2%-ით გაიზარდა წყლის, ელექტროენერგიისა და გაზის ტარიფი;
- 6.2%-ით გაიზარდა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი;
- 0.6% გაიზარდა ფასები ტრანსპორტზეც. ფასები გაზრდილია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1.1%);
- 0.6%-ით გაძვირდა ჯანდაცვაც. საქსტატის ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე ფასები 1.2%-ით გაიზარდა, ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე 0,3%-ით, საავადმყოფოების მომსახურებაზე კი მატებამ 0.2% შეადგინა.
როგორც საქტსატის მონაცემებიდან ირკვევა, სექტემბერთან შედარებით, ოქტომბერში ფასები შემცირდა კვების სექტორში. სასტუმროებში, კაფეებსა და რესტორნებში ფასი 0.3%-ით არის შემცირებული.
2018 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.3% შეადგინა. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია სწორედ ზემოთ ნახსენებმა ფასების ცვლილებამ.