ნეტგაზეთი | “სამხრეთ ოსეთთან ჩვენი მეგობრული ურთიერთობების განვითარება უგო ჩავესმა დაიწყო” “სამხრეთ ოსეთთან ჩვენი მეგობრული ურთიერთობების განვითარება უგო ჩავესმა დაიწყო” – Netgazeti
RU | GE  

“სამხრეთ ოსეთთან ჩვენი მეგობრული ურთიერთობების განვითარება უგო ჩავესმა დაიწყო”

ცხინვალში ორდღიანი ვიზიტით ვანესუელას რესპუბლიკის საგანგებო  და სრულუფლებიანი ელჩი, ხუან ვისენტე პარედეს ტორეალბა იმყოფებოდა.

როგორც სააგენტო რესი წერს, მან პრეზიდენტ ლეონიდ თაბილოვსა და საგარეო უწყების ხელმძღვანელს, დავით სანაკოევს რწმუნებათა სიგელები გადასცა.


„სამხრეთ ოსეთში ეს ჩემი პირველი ვიზიტია. პრეზიდენტთან შეხვედრის დროს ჩვენ დაწვრილებით განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის  გზები. გადავწყვიტეთ გავაგრძელოთ და განვავითაროთ ის მეგობრული ურთიერთობები, რომელიც ჩვენმა პრეზიდეტნმა უგო ჩავესმა დაიწყო. ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობას კულტურის, განათლების, სპორტისა და ეკონომიკის საკითხებში,“ – გაცხადა ელჩმა გამოცემასთან ინტერვიუში. 


2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობა რუსეთის ფედერაციამ, ვენესუელამ, ნაურუმ და ნიკარაგუამ აღიარეს. 


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი , ------------------------------------------------------------ , -------------------------------------------------------------- , მასალაში გამოყენებულია თვითაღიარებულ რესპუბლიკაში დამკვიდრებული ტერმინოლოგია