ახალი ამბები

ხმალაძე: საკონსტიტუციო კომისია ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთობის გასაწონასწორებლად მუშაობს

12 მაისი, 2014 • • 1089
ხმალაძე: საკონსტიტუციო კომისია ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთობის გასაწონასწორებლად მუშაობს

როგორც სხდომის დაწყებამდე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, შეხვედრის მიზანია პარლამენტს, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობების გაწონასწორება:

 

“ამ სამუშაო ჯგუფის მიზანია პარლამენტს, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობების გაწონასწორება და იმ რაციონალური მექანიზმის შემოღება, რომელიც საშუალებას მისცემს ამ სამ ინსტიტუტს ითანამშრომლოს იმგვარად, რომ არც ერთ მხარეს არ მოხდეს უფლებამოსილების გადამეტება”.

 

ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ შეხვედრაზე განიხილავენ იმ საკითხსაც, პრემიერმინისტრობის კანდიდიდატად შეიძლება თუ არა წარადგინონ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი და უნდა დაინიშნოს თუ არა პრემიერის თანამდებობაზე მხოლოდ პარლამენტის წევრი და შეუნარჩუნდება თუ არა მას პარლამენტარობაც?

 

ხმალაძე ამბობს, რომ კომისია რამდნეი თვე იმუშავებს ამ საკითხების დასაზუსტებლად. 

ხმალაძე
ხმალაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი