ახალი ამბები

დაუჭერს თუ არა მხარს “პატრიოტთა ალიანსი” II ტურში სალომე ზურაბიშვილს

1 ნოემბერი, 2018 •
დაუჭერს თუ არა მხარს “პატრიოტთა ალიანსი” II ტურში სალომე ზურაბიშვილს

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსში” აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე პარტია არ გეგმავს ამომრჩევლებს მოუწოდოს, მეორე ტურში რომელიმე კანდიდატის მხარი დაუჭირონ.

თუმცა, როგორც “ნეტგაზეთს” პარტიაში უთხრეს,  ამ საკითხის შესახებ იმსჯელეს და ამბობენ, რომ მათი პოლიტიკური ძალის მთავარი მიზანი “ნაციონალური მოძრაობის” ხელისფლებაში დაბრუნებისთვის წინააღმდეგობის გაწევაა. შესაბამისად, გარკვეულწილად მაინც გამოდიან ზურაბიშვილის მხარდამჭერები:

“ჩვენ შევთანხმდით და, ეს არც იყო ალბათ გასაკვირი, ამ პარტიის შექმნამდე წინააღმეგობის მოძროაბაც იყო და შემდეგ პარტია შეიქმნა, რომლის უმთავრესი მიზანი იყო სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგობა. შესაბამისად, ახლაც ამას ვაგრძელებთ და ვთვლით, რომ სააკაშვილის რეჟიმის მობრუნება დაუშვებელია და, შესაბამისად, მისი კანდიდატის პრეზიდენტობა.

არჩევანიც სხვა არ არსებობს. თავისთავად ცხადია, მეორე ტურში ორი კანდიდატია და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს ჩვენ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დავუჭერთ მხარს. ამიტომ, ბუნებრივად,  ვიტყვით  იმას, რომ ვუჭერთ მხარს ოცნების კანდიდატს თუ არა, ბუნებრივად, გარკვეულწილად მხარდამჭერი მაინც გამოვდივართ”, – ამბობს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გოჩა თევდორაძე.

თევდორაძის თქმით, “პატრიოტთა ალინსი” დააკვირდება რა ნაბიჯებს გადადგამს “ქართული ოცნება” მის მიერ მარდაჭერილი კანდიდატის გამარჯვებისთვის და საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს:

“ჯერჯერობით ჩვენ გვაინტერესებს, რამდენად იქნება “ქართული ოცნებისგან” ქმედითად მხარდაჭერილი მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი და, შესაბამისად, რა ნაბიჯების გადადგმას დააპირებს ამისათვის. თუ ისევ და ისევ იმ აზრზე იქნება, რომ კულტივაცია უნდა მოახდინოს მარიხუანასი, კობახიძეების და მდინარაძეების სამართავი იყოს პორცესები და ეს პროცესები ჩიხში იყოს შეყვანილი თავის თავზე მორგებული კანონებით, თავისთავად ცხადია, არ ვიქნებით აქტიური მხარდამჭერები”, – ამბობს თევდორაძე.

ვრცლად ამ თემაზე:

ვინ ვის (არ) დაუჭერს მხარს II ტურში

მასალების გადაბეჭდვის წესი