“მიუხედავად იმისა, რომ სავსებით გასაგებია, რომ ეს არის ჟურნალისტური გამოძიების შედეგი და ჟურნალისტს იცავს კანონისმიერი პრივილეგია, რომ წყარო არ გაამხილოს და ეს წყარო ჟურნალისტს ჩმთანაც არ გაუმხელია. როგორც ჩანს, შეკითხვები ამასთან დაკავშირებით იქნება”, – განაცხადა გვარამიამ და დასძინა, რომ შესაძლოა კითხვები რუსთავი 2–ის შენობაში აღმოჩენილ მოსასმენი აპარატურის შესახებაც დაუსვან.
გუშინ, 10 მაისს ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის ეთერში, გადაცემაში “განსხვავებული აქცენტები” ფარული ჩანაწერები გაასაჯაროეს. გადაცემაში განაცხადეს, რომ აუდიოჩანაწერები 2013 წელსაა გაკეთებული და მასში ბიზნესმენები და პოლიტიკოსები ფიგურირებენ. მათ შორის ტელეკომპანიის ეთერში გავიდა ნაწყვეტი პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილისა და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას საუბრიდან. ასევე, სატელეფონო ჩანაწერი, სადაც გიგა ბოკერია თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ესაუბრება, საკითხი პრეზიდენტის ავღანეთში ვიზიტს ეხება. კიდევ ერთი ჩანაწერი დავით უსუფაშვილსა და თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას შორის საუბარს ეხებოდა.
ამ ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო.





