ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“სომხეთის გეგმებში არ შედის ყარაბაღის მიმდებარე ტერიტორიების დაბრუნება”

10 მაისი, 2014 • • 1382
“სომხეთის გეგმებში არ შედის ყარაბაღის მიმდებარე ტერიტორიების დაბრუნება”

“უორლიკს ახალი არაფერი უთქვამს, ჩვენი მიზანი კი იმაში მდგომარეობს, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა და ჩვენი მიზნების მისაღწევად ყველაფერი გავაკეთოთ. აუცილებელია, რომ სომხეთის ხელმძღვანელობამ მიაღწიოს წარმატებას დიპლომატიურ არენაზე,” – განაცხადა სომხეთის თავდაცვის მინისტრმა. 

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ ეუთოს მინსკის ჯგუფის აშშ-ის თანათავმჯდომარემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პოზიცია გაახმიანა. მან განაცხადა, რომ რიგ საკითხებში კონფლიქტის მხარეები შეთანხმებამდე უნდა მივიდნენ. მისი ერთ-ერთი წინადადება მდგომარეობს იმაში, რომ “ყარაბაღის მიმდებარე ოკუპირებული ტერიტორიები აზერბაიჯანის კონტროლს უნდა დაექვემდებარონ.”

 

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.

 

1994 წელს მხარეებმა  ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის.

 

ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს. 


ერევანი, სომხეთი
ერევანი, სომხეთი


მასალების გადაბეჭდვის წესი