ახალი ამბები

კომპანია “ზეარისი” მუშაობას დროებით წყვეტს და ენმ-ის წინააღმდეგ კამპანიას იწყებს

31 ოქტომბერი, 2018 •
კომპანია “ზეარისი” მუშაობას დროებით წყვეტს და ენმ-ის წინააღმდეგ კამპანიას იწყებს

ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია “ზეარისი” დროებით წყვეტს მუშაობას და “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ კამპანიის დაწყებას გეგმავს. კომპანიის დამფუძნებლის, გოჩა ფიფიას განცხადებით, “ზეარისში” დასაქმებული 100-მდე თანამშრომელი რეგიონებში იმუშავებენ, რათა “ნაციონალურ მოძრაობა” ხელისუფლებაში არ დაბრუნდეს.

ალკოჰოლის წარმოების გარდა, “ზეარისი” მაღაზიებსაც ფლობს. გოჩა ფიფია მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრია. 2004-2008 წლებში ფიფია ზუგდიდის მაჟორიტარი იყო. ის ზუგდიდის ამჟამინდელი მაჟორიტარი დეპუტატის “ქართული ოცნებიდან” მერაბ ქვარაიას მხარდამჭერია და მის წინასაარჩევნო კლიპშიც იღებდა მონაწილეობას.

https://www.facebook.com/MerabKvaraia/videos/1810196629198297/

მასალების გადაბეჭდვის წესი