ახალი ამბები

ნოდარ ხადური: როდესაც მაღალი დონის დელეგაცია ჩამოდის, არ გავუმასპინძლდე?

10 მაისი, 2014 • • 1017
ნოდარ ხადური: როდესაც მაღალი დონის დელეგაცია ჩამოდის, არ გავუმასპინძლდე?

გადაცემა “რეაქციის” წამყვანის, ინგა გრიგოლიას კითხვაზე, თუ რატომ დაიხარჯა დიდი თანხები, ნოდარ ხადურმა უპასუხა, რომ ეს არის სრულიად არასერიოზული შეკითხვა. 

 

“მე მეგონა, რომ სერიოზულ გადაცემაში მოვდიოდი, ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული შეკითხვა. როდესაც საქართველოში ჩამოვიდა 15 ქვეყნის ფინანსთა მინისტრი, მთ შორის ევროკავშირის 7 ქვეყნიდან; მაშინ, როცა ჩამოვიდნენ ამ ქვეყნების ეროვნული ბანკის პრეზიდენტები, როდესაც ჩამობრძანდა, იმავე პერიოდში, მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის დირექტორები, ჩვენ ქვეყანას ვინც კურირებს. როგორ ფიქრობთ, ამ დელეგაციას არ უნდა გავუმასპინძლდე? თუ ვინმე ფიქრობს, რომ ნოდარ ხადური მეგობრებს პატიჟებს… იმიტომ, რომ ეს დამოკიდებულება არის ყურადღების გადატანა სხვა რამეზე”,- განაცხადა ნოდარ ხადურმა. 

 

ნოდარ ხადური
ნოდარ ხადური

ნოდარ ხადურის თქმით, თუ ფინანსთა მინისტრს ვერაფერი უპოვეს იმაზე მეტი, რომ  მაღალი დონის სტუმრებს ხვდება, ძალიან კარგად ყოფილა საქმე ქვეყანაში.

 

ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, ოფიციალური ღონისძიებების გარდა, ქართული კულტურის წარმოსაჩენად მიღებებს მართავს. სამინისტრომ ერთხელ უკვე გაასაჯაროვა მიღების მენიუ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი