ახალი ამბები

თემურ ჯანაშია: სახელმწიფო დაცვის სამსახურს “რუსთავი 2”-ში ფარული კამერები არ დაუმონტაჟებია

9 მაისი, 2014 • • 2673
თემურ ჯანაშია: სახელმწიფო დაცვის სამსახურს “რუსთავი 2”-ში ფარული კამერები არ დაუმონტაჟებია

ჯანაშიამ “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა, რომ მის სამსახურს მხოლოდ იმის საშუალება ჰქონდა, რომ მოეძებნა ფარული მიყურადების აღმოჩენისთვის საჭირო აპარატურა.

 

“ერთადერთ აპარატურა რაც არის, რომ უნდა აღმოაჩინო ასეთი აპარატურა ფარული მიყურადების და სათვალთვალო კამერების”,- ამბობს ჯანაშია.

 

თემურ ჯანაშია სდსს-ს ყოფილი უფროსი
თემურ ჯანაშია სდსს-ს ყოფილი უფროსი

გურამ ჯანაშია ვერ იხსნეებს, 2012 წლის 21 დეკემბერს რუსთავის 2-ის შენობაში იმყოფებოდა თუ არა სახელწმფიო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმოამდგენლები და შეამოწმეს თუ არა ტელევიზია. თუმცა ახსოვს, რომ აღნიშნულ სამსახურს ტელეკომპანია 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს შემოწმებული აქვს.

პროკურატურამ “რუსთავი 2”–ში შესაძლო უკანონო თვალთვალზე ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თეიმურაზ კოვზიაშვილმა გამოძიებას მისცა ჩვენება და მიაწოდა ტელეკომპანიაში არსებული უსაფრთხოების სათვალთვალო კამერების 2012 წლის 21 დეკემბრის ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ 2012 წლის 21 დეკემბერს ტელეკომპანიაში იმყოფებოდნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც გარკვეულ სპეციალური აპარატურის გამოყენებით აწარმოებდნენ ტექნიკურ სამუშაოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი