ახალი ამბები

“იმედი”: ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს რეჟიმი

30 ოქტომბერი, 2018 • 6647
“იმედი”: ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს რეჟიმი

“იმედის” განცხადებით, ტელეკომპანია წინასაარჩევნოდ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.

“იმედის” ვებ-საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ტელეკომპანიამ და მისმა მფლობელებმა საკუთარ თავზე იწვნიეს, რას ნიშნავს ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობა” და ამიტომ “იმედი” წინასაარჩევნოდ ცვლის საეთერო ბადეს და იმუშავებს “იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს რეჟიმი”.

“წინასაარჩევნო პერიოდი განსაკუთრებულად მძიმე იქნება მეორე ტურის წინ, რადგან არჩევანის ერთ მხარეს “ნაციონალური მოძრაობა” აღმოჩნდა. ტელეკომპანიამ და მისმა მფლობელებმა საკუთარ თავზე იწვნიეს, რას ნიშნავს ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობა”.

ამიტომ “იმედი” წინასაარჩევნოდ ცვლის საეთერო ბადეს და ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს რეჟიმი”, – აცხადებენ ტელეკომპანიაში.

ტელეკომპანია ასევე ამბობს, რომ გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტობა მათთვის მიუღებელია. ამისთვის კი რამდენიმე მიზეზს ასახელებენ:

“რა ხდება მაშინ, თუ მეორე ტურში “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი იმარჯვებს. გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, ძმებ ახალაიებს, ვანო მერბიშვილს, მეგის ქარდავას და ყველას, ვისი სახელიც “ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულებრივ რეჟიმს უკავშირდება.

ძალადობა, ბიზნესების წართმევა, ტელევიზიაში შეჭრა. 2012 წლის არჩევნების შემდეგ პირველად “ნაციონალური მოძრაობა” ძალიან ახლოსაა იმასთან, რომ წარსული ისევ რეალობად იქცეს. სწორედ ამიტომ არის მიუღებელი “იმედისთვის” გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტობა”, – ამბობენ ტელეკომპანია “იმედში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი