“გამოძიება ხელისუფლების მხრიდან უკვე დაწყებულია, მაგრამ კომისია ჩვენი მხრიდანაც იმუშავებს.
გულითადად თანაგრძნობას ვუცხადებთ მამუკა მიქელაძისა და თორნიკე მახარაძის ოჯახებს. დიდია მშობლებისა და ახლობლების გულისტკივილი, მაგრამ მინდა მათაც ვუთხრა და ყველას გასაგონად კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, რომ სული უკვდავია და იგი იწყებს ახალ, მარადიულ ცხოვრებას.
აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს მამუკას და თორნიკეს უკვდავი სული და წიაღსა შინა აბრაამისა განუსვენოს მათ.
ხოლო გიორგი გიორგაძესა და ლაშა მსხალაძეს მიმადლოს შეწევნა ღვთისა, გამოჯანმრთელება და მშვიდობა”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს ილია მეორეს სახელით.





