ახალი ამბები

ქორწინების თანასწორობის მოწინააღმდეგეთა რაოდენობით საქართველო ევროპაში მოწინავეა – კვლევა

30 ოქტომბერი, 2018 • 1145
ქორწინების თანასწორობის მოწინააღმდეგეთა რაოდენობით საქართველო ევროპაში მოწინავეა – კვლევა

Pew Research Centre-ის კვლევით, ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინების ლეგალიზაციას ევროპაში პროცენტულად ყველაზე მეტი მოწინააღმდეგე საქართველოსა და სომხეთში ჰყავს.

კვლევის თანახმად, რომელიც 2015-2017 წლებში 34 ქვეყანაში ჩატარდა, საქართველოში გამოკითხულთა მხოლოდ 3 პროცენტი უჭერს მხარს ქორწინების თანასწორობას, 95% კი წინააღმდეგია. ამ კუთხით რეიტინგში საქართველო ბოლო ადგილს იყოფს სომხეთთან, სადაც ქორწინების თანასწორობას ასევე მხოლოდ 3% უჭერს მხარს.

ზემოხსენებული გამოკითხვა Pew-ს დაკვეთით საქართველოში ორგანიზაცია CESSI-იმ ჩაატარა. გამოიკითხა 1500-მდე სრულწლოვანი ადამიანი, ცდომილების ზღვარი კი +/- 3.8%-ია.

შეგახსენებთ, რომ ქორწინების საკითხი საქართველოში კონსტიტუციითა განსაზღვრული. კონსტიტუციაში დეპუტატებმა ჩაწერეს, რომ ქორწინება მხოლოდ კაცისა და ქალის ერთობაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი