ახალი ამბები

გამოკითხულთა ნახევარი ღარიბაშვილის სოციალური პოლიტიკით უკმაყოფილოა

8 მაისი, 2014 • • 919
გამოკითხულთა ნახევარი ღარიბაშვილის სოციალური პოლიტიკით უკმაყოფილოა

NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობას უფრო მეტად იწონებს საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მუშაობას ჯანდაცვის მიმართულებით (24%). გამოკითხულთა 17%-ს მიაჩნია, რომ პრემიერი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით კარგად მუშაობს. 

 

NDI;: აპრილის კვლევა/როგორ შეაფასებდით ირაკლი ღარიბაშვილი საქმიანობას?
NDI;: აპრილის კვლევა/როგორ შეაფასებდით ირაკლი ღარიბაშვილი საქმიანობას?

გამოკითხულები ყველაზე უკმაყოფილონი არიან სოციალური საკითხების მოგვარებით. გამოკითხულთა 42% მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით მთავრობა ქმედით ნაბიჯებს არ დგამს. გამოკითხულთა 45%- ინფლაციის წინააღმდეგ, ხოლო 44%- სიღარიბის წინააღმდეგ მთავრობის მუშაობით უკმაყოფილოა.

 

NDI;: აპრილის კვლევა/რომელი პოლიკტუირ ძალა მოგიგვარებთ შემდეგ საკითხებს?
NDI;: აპრილის კვლევა/რომელი პოლიკტუირ ძალა მოგიგვარებთ შემდეგ საკითხებს?

გამოკითხულთა მნიშვნელოვან ნაწილს მიაჩნია, რომ გადასახადების, პენსიებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით ღარიბაშვილმა მუშაობა უნდა გააუმჯობესოს. 

 

NDI;: აპრილის კვლევა/რომელი პოლიტიკური ძალა მოგიგვარებთ შემდეგ საკითხებს?
NDI;: აპრილის კვლევა/რომელი პოლიტიკური ძალა მოგიგვარებთ შემდეგ საკითხებს?

შემდეგ შეკითხვაზე, თუ რომელი პოლიტიკური პარტია შეძლებს სოფლის მეურნეობის, სამედიცინო მომსახურების, გაზმომარაგების, ციხეებში არსებული პრობლემების, განათლების, პენსიების, უმცირესობათა უფლებების, გზების, სიღარიბისა და სამუშაო ადგილების, ტერიტორიული მთლიანობის, ნატოში გაწევრიანების, კრიმინოგენული საკითხის მოგვარებას, გამოკითხულთა ნახევარზე მეტს “ქართული ოცნების” იმედი აქვს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი