ახალი ამბები

ვისურვებდი, ზურაბიშვილს მეტი პატივისცემა ჰქონდეს ჟურნალისტების მიმართ – ოხანაშვილი

30 ოქტომბერი, 2018 • 3092
ვისურვებდი, ზურაბიშვილს მეტი პატივისცემა ჰქონდეს ჟურნალისტების მიმართ – ოხანაშვილი

“ქართული ოცნების” წევრი, დეპუტატი ანრი ოხანაშვილი აკრიტიკებს “ოცნების” მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ჟურნალისტებთან კომუნიკაციის ფორმის გამო.

“მე ვისურვებდი, რომ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ჟურნალისტებთან მიმართებით უფრო სწორი კომუნიკაცია იყოს შერჩეული და უფრო მეტი პატივისცემა თქვენს მიმართ”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ანრი ოხანაშვილმა დღეს, 30 ოქტომბერს განუცხადა. ასე გამოეხმაურა ოხანაშვილი მმართველი გუნდის პრეზიდენტობის კანდიდატის გუშინდელ საქციელს, როდესაც ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა.


მიუხედავად ამისა, ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილის მხარდაჭერა მმართველი გუნდის მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იყო.

“ჩვენი ქვეყნის მოწყობის პრინციპიდან გამომდინარე, როდესაც ჩვენ გადავდივართ და ვაძლიერებთ საპარლამენტო რესპუბლიკას, სადაც პრეზიდენტი უნდა იყოს დამოუკიდებელი, ზეპარტიული პირი, ეს იყო სწორი და საუკეთესო გადაწყვეტილება ამ პრინციპის დაცვით”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში ვერ გაიმარჯვა და კონკურენტ გრიგოლ ვაშაძეს ხმების მინიმალური ოდენობით გაუსწრო, “ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კალაძემ თქვა, რომ წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი, შეიძლება, მმართველი პარტიის მიერ დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერა იყო.

კალაძე: დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერამ შეასუსტა ჩვენი ამომრჩევლის მობილიზაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი